ფეხბურთი

23:14 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ვერ მოიგო და "დინამო ბათუმის" უპირატესობა გაიზარდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შემდეგ ლიდერებს შორის სხვაობა გაიზარდა. „დინამო ბათუმმა“ იმარჯვა, ხოლო „დინამო თბილისმა“ იგივე ვერ გააკეთა.

კახა ცხადაძის გუნდმა შინ გორის „დილას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ფლობდა, გოლი ვერ გაიტანა და თამაში უგოლო ფრით დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაუზის შემდეგ თბილისელებმა ორ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვეს, გოლიც არ გაუტანიათ და „დინამო ბათუმს“ უკვე 5 ქულით ჩამორჩნენ.

ტურის კიდევ ერთ მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ მეჰდი ბუკასისა და თორნიკე ახვლედიანის გოლებით ქობულეთის „შუქურას“ მოუგო და პლეი-აუტის ზონას დიდი ხნის პაუზის შემდეგ თავი დააღწია. კახა ჩხეტიანის გუნდი აშკარად პროგრესირებს და წესით, ელიტაში დარჩენას თავი უნდა გაართვალს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 24-ე ტურში კიდევ სამი მატჩი გაიმართა. „საბურთალომ“ 2:1 მოუგო (2:1), „დინამო ბათუმმა“ „ლოკომოტივი“ 7:3 გაანადგურა, ხოლო „სამგურალმა“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ უშანსოდ, 4:0 აჯობა.

ტორპედო“ – „შუქურა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბუკასი (6), 1:1 ჯერალდო (75), 2:1 ახვლედიანი (86)

„დინამო თბილისი“ – „დილა“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109916