ფეხბურთი

22:20 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" ბოლო წუთზე გერმანელმა ახალწვეულმა მოაგებინა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „საბურთალომ“ შესანიშნავ ფორმაში მყოფ „თელავს“ უმასპინძლა დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის გმირი თბილისელთა გერმანელი ახალწვეული სიმონ სეფერინგსი გახდა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და მისი ქართული კარიერა ალბათ ისე დაიწყო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა.

მანამდე ანგარიში 1:1 იყო. 75-ე წუთზე კახელები ასევე ახალწვეულმა თემურ ჩოგაძემ დააწინაურა, ხოლო ორი წუთში გიორგი გოჩოლეიშვილმა გაათანაბრა. მერე უკვე სეფერინგსის ჯერი დადგა, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა და „საბურთალოს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

„საბურთალო“ 39 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „თელავს“ 25 ქულა დარჩა და მეშვიდე პოზიციაზეა.

„საბურთალო“ – „თელავი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ჩოგაძე (75), 1:1 გოჩოლეიშვილი, 2:1 სეფერინგსი (90)

0.110663