თამაშგარე

13:14 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სპორტში მარიხუანა შეიძლება დაშვებული გახდეს

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 2022 წლიდან შესაძლოა სპორტში მარიხუანა დაშვებული გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპორტში მარიხუანას იხმარებაზე შეზღუდვა და სანქციები ოდენ 2022 წლამდე გასტანს და ამის შემდეგ ეს სანქციები საფუძვლიანად გადაიხედება.

დღევანდელი მდგომარეობით, თუკი სპორტსმენს სისხლში მარიხუანას მოხმარების კვალი აღმოაჩნდება, ეს ნარკოტიკული ნივთიერება ფაქტობრივად დოპინგთანაა გათანაბრებული და მისი მომხმარებელი სპორტსმენი უმკაცრესად ისჯება. დისკვალიფიკაციის ვადას კი სწორედ ზემოთხსენებული კომისია განსაზღვრავს.

თუკი მართლა ისე გადაწყდა, რომ დოპინგთან მებრძოლმა ხალხმა მარიხუანა აკრძალული ნივთიერებების სიიდან ამოიღო, ამ ამბავს წესით დიდი წეწვა-გლეჯა მოჰყვება. პირველ რიგში კი აქამდე დასჯილი სპორტსმენები აყვირდებიან, რომლებსაც თავის დროზე მარიხუანას გაფუილებაზე მკაცრად დასაჯეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117267