ფეხბურთი

10:52 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრილიში: „ვიმედოვნებ, ამჯერად გზას ბოლომდე გავივლით“

ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ლაიპციგთან“ გამარჯვების შემდეგ (6:3), „მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა, ჯეკ გრილიშმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე სეზონში ევროთასის მოგების იმედი აქვს.

„კარგია, რომ გავიმარჯვეთ. შესანიშნავი საღამო იყო გუნდისთვისაც და ჩემთვისაც. თანაგუნდელები ხშირად ლაპარაკობენ გასული სეზონის წაგებულ ფინალზე. ახლა ყველა მოწადინებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად.

დასაწყისი ჩინებული გამოვიდა, ვიმედოვნებ, ამჯერად გზას ბოლომდე გავივლით.“ - ციტირებს გრილიშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.122421