სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:20 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "მინდა, რომ "სლოვანში", რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანი“ პირველ ტურში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ სლოვაკური გუნდის ვებგვერდი კაშიას გაესაუბრა, რომელმაც მოახლოებულ შეხვედრაზე და ბრატისლავური გუნდის მდგომარეობაზე ილაპარაკა.

„მღელვარება იზრდება, გასახდელში ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ხუთშაბათი საღამო. ძალიან საინტერესო ჯგუფში ვართ, სადაც შესანიშნავი მეტოქეები გვყავს. გვინდა კარგი მატჩი ჩავატაროთ და გულშემატკივრებს ლამაზი დღე ვაჩუქოთ. მოუთმენლად ველოდებით ტურნირის სახლში დაწყებას, თუ ბევრი გულშემატკივარი მოვა, ფეხბურთის დღესასწაული იქნება. სახლის გარემო შეიძლება იყოს ჩვენი უპირატესობა, შინ თამაშის დროს ყოველთვის ონდავ უკეთ ვგრძნობ თავს.

„კოპენჰაგენი“ დიდი ევროპული კლუბია, გამოდილი, დანიელების წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში მითამაშია, რთული მეტოქეა, მაგრამ არ გვეშინია. სახლში ვთამაშობთ და თუ გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს, ვფიქრობ შანსი 50-50%-ზეა. ჩვენს გუნდში არის გამარჯვებულის მენტალიტეტი, რაც ევროპული მეტოქეების წინააღმდეგაც უნდა აისახოს.

ხოჭოლავას გარდა, „კოპენჰაგენში“ თამაშობს მარჯვენა მცველი კევინ დიკსი, რომელიც „ვიტესში“ ჩემი თანაგუნდელი იყო. მე, კევინმა და დავითმა ერთმანეთს დავურეკეთ და მითხრეს, რომ სამი ქულისთვის მოდიან. ვუთხარი, რომ ვნახოთ რა მოხდება და სერიოზულად უნდა მოგვეკიდონ. მოუთმენლად ველოდები მათთან შეხვედრას, ეს საინტერესო იქნება.

ყოველთვის მახსოვს მამაჩემმა, რომ წამიყვანა პირველად სტადიონზე. მიხარია, რომ კლუბმა ასეთი ლამაზი ჟესტი გააკეთა და ბავშვები სტადიონზე მოიწვია. ბავშვები, რომლებიც შეიძლება ოცნებოდნენ სპორტულ კარიერაზე, ნახავენ ამ დიდ მატჩს. ეს მომენტი მათთვის განსაკუთრებულია. ჩემი 7 წლის ქალიშვილი მახსენდება ამაზე, რომელიც ყოველდღე მეკითხება როდის მაქვს თამაში და ჩემზე მეტად განიცდის (იღიმის). ვფიქრობ, ოჯახთან ერთად ფეხბურთზე წასვლა ძალაინ კარგია.

ბრატისლავა შემიყვარდა. აქ კარგი ხალხის ცხოვრობს, შესანიშნავი ადგილობრივი საკვებია და ქალაქშიც სწრაფად გადაადგილებაა შესაძლებელი. სეზონის დასაწყისში ბევრი ზეწოლა იყო ევროთასებზე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის დროს. ჩემთვის თავიდან რთული იყო, მაგრამ თანდათან რიტმში შევედი, ჩემი თანაგუნდელებიც მეხმარებიან, ვისურვებდი, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე „სლოვანში“, თუმცა, მთავარია კარგად ვითამაშოთ და შემდეგ ვნახოთ. აქ ბედნიერი ვარ“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, გურამ კაშია „სლოვანს“ ზაფხულში შეუერთდა და დღემდე 13 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. ვლადიმირ ვაისის გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატს 6 მატჩში მოპოვებული 16 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, მათ ევროთასებზე ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყეს, შემდეგ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლეს, სადაც პლეი-ოფში წააგეს და ასე მოხვდნენ კონფერენს ლიგის ჯგუფში, სადაც „კოპენჰაგენის“ გარდა, თამაში სალონიკის პაოკ-თან და გიბრალტარის „ლინკოლნთან“ მოუწევს. სხვათა შორის, „სლოვანი“ „ლინკოლნს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა, კაშიამ სლოვაკური კლუბის მაისურით ერთადერთი გოლი სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112934
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X