ფეხბურთი

11:56 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "უნდა დაველოდოთ სიტუაციის გამოსწორებას და ტრავმირებულების დაბრუნებას"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ბაიერნთან“ (0:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ახლა მისი გუნდისთვის რთული ვითარებაა, მაგრამ ტრავმირებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელებას უნდა დაელოდონ.

„ტაქტიკურად იყო მომენტები, როდესაც თამაშს ვაკონტროლებდით. ახლა სიტუაცია ასეთია და არ შემიძლია ფეხბურთელების მიმართ პრეტენზიები მქონდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ორ-სამ წელიწადში უკეთესები გახდებიან. ძალიან რთულია ამ ყველაფრის მიღება, მაგრამ უნდა დაველოდოთ სიტუაციის გამოსწორებას და დაშავებულების დაბრუნებას“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნი“ მეორე ტურში 29 სექტემბერს, კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბარსელონა“ ლისაბონის „ბენფიკას“ ესტუმრება. აქვე გეტყვით, რომ „ბარსამ“ ევროთასებზე ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ სამი საშინაო მატჩი („იუვენტუსთან“, პსჟ-სთან და „ბაიერნთან“).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116905