ფეხბურთი

12:25 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი „ბარსელონასთან“ მატჩის შესახებ - „ნამდვილი ნაღმია“

„ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „ბარსელონასთან“ პირველი ტურის მატჩის წინ, ორი წლის წინანდელი შეხვედრა გაიხსენა, როცა მიუნხენელებმა კატალნიელებს 8:2 მოუგეს.

„2020 წლის თამაში არასოდეს დაგვავიწყდება. მაგრამ ახლა ორი ახალი დიდი დაპირისპირება გველის. ასეთი მატჩი ნამდვილი ნაღმია პირველი ტურისთვის. ერთი სული გვაქვს როდის დაიწყება შეხვედრა.“ - ციტირებს ნოიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ –„ბაიერნის“ მატჩი დღეს, 14 სექტემბერს გაიმართება „ნოუ კამპზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119013