ფეხბურთი

11:50 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზამთარში „ბაიერნმა,“ შესაძლოა, ვერნერი იყიდოს

„ჩელსის“ შემტევი, ტიმო ვერნერი, შესაძლოა, მალე ბუნდესლიგას დაუბრუნდეს - გვამცნობს Football Insider.

წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელით მიუნხერნის „ბაიერნი“ დაინტერესდა და მის ყიდვას 2022 წლის იანვარში ეცდება. წინა დღეებში გერმანულ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს „ბაიერნი“ ლეროი სანეს ვერნერში გაცვლას აპირებდა.

გასულ სეზონში ყველა ტურნირში ვერნერმა „ჩელსის“ მაისურით 52 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე პასი შეასრულა. პორტალი Transfermarkt მას 65 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115599