თამაშგარე

11:59 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაისა ოლივეირა კვლავ უპირველესია

სუნთქვის შეკვრამდე მშვენიერი ბრაზილიელი მოდელი რაისა ოლივეირა ბევრს კი იძახდა, ყელში ამომივიდა ბრაზილიის საფეხბურთთო ნაკრების თილისმის წოდებისთვის ბრძოლა და ამ ტიტულისთვის პაჭა-პუჭა დამწყები მოდელებისთვის თავის გაყადრებაო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი მხოლოდ მასზე ნამდვილად არაა დამოკიდებული.

ამ ერთი კვირის წინ, ბრაზილიის საფეხბურთოკონფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე “სელესაოს“ რეგისტრირებულ ქომაგებს შორის დასრულდა გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადასტურებულიყო თუ რომელი ლამაზმანი მიაჩნიათ ლურჯ-ყვითლების თილისმად მრავლისმნახველ ქომაგებს.

შედეგები არც გასაკვირი იყო და არც უცნაური. გამოკითხულთა უმეტესობამ ეს დიდად ნაჯახირები ტიტული კვლავ ულამაზეს რაისა ოლივეირას მიანიჭა, რომელიც კარგა ხანია აღარ იბრძვის აღნიშული წოდებისთვის და იმასაც კი იძახდა - რომ ვაკვირდები, ჩემმა “თილისმობამ“ ლამის ყველა ლამაზმანი დაბოღმა და მტრად გამიხადაო...

0.152771