ფეხბურთი

22:29 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედომ" გორში "დილას" აჯობა და წაგებების სერია შეწყვიტა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქუთაისის „ტორპედომ“ წაგებათა სერია შეწყვიტა და გორში, „დილას“ 2:1 მოუგო.

კახა ჩხეტიანის გუნდი ზაფხულში გაძლიერდა და ეს როგორც ჩანს, ნელ-ნელა თამაშზეც აისახება. იმერლები პირველ ტაიმში ბაქარ მირცხულავამ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა ორამდე ირაკლი ძარიამ გაზარდა.

გორელებმა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ირაკლი ბუღრიძემ პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ თავისი გუნდი უქულოდ დარჩენისგან ვერ იხსნა.

„ტორპედოს“ 22 ქულა აქვს და ჯერ ისევ მერვე ადგილზეა, ხოლო გორის „დილა“ 38 ქულით მესამე პოზიციაზეა და სათქმელია ისიც, რომ სამმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

„დილა“ – „ტორპედო“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მირცხულავა (22), 0:2 ძარია (52), 1:2 ბუღრიძე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116607