ფეხბურთი

21:00 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა განახლდა და "დინამო თბილისი" "თელავთან" დამარცხდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ განახლდა და სენსაციურად. მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ დამარცხდა.

კახა ცხადაძის გუნდი „თელავს“ ესტუმრა და მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა შერგელაშვილის გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. ამრიგად, თბილისურმა გუნდმა უძვირფასესი ქულები დაკარგა და 44 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, ხოლო „თელავი“ შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო ოთხ მატჩში 10 ქულა მოიპოვა და 25 ქულით მეშვიდეა.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და ქობულეთის „შუქურა“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ უგოლოდ დაუზავდა.

„თელავი“ – „დინამო თბილისი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 შერგელაშვილი (49)

„შუქურა“ – „სამგურალი“ 0:0 (0:0)

0.109646