ფეხბურთი

18:40 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ასეთი მატჩების შემდეგ რამის თქმა რთულია, მაგრამ ეს დღე არასდროს დამავიწყდება"

"ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრებში თავის დებიუტზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან დაწერა, რთულია ასეთი მატჩების შემდეგ სიტყვების პოვნა, მაგრამ ბულგარეთთან მატჩი მაინც არასდროს დაავიწყდება, რადგან ოცნება აიხდინა.

"რთულია რამის თქმა ამ თამაშების შემდეგ, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ჩვენც შევძლებთ გავახაროთ ქართველი ხალხი! დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის! ეს დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ოცნება ავიხდინე!" - დაწერა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრებში პირველი თამაში სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან ჩაატარა და ვილი სანიოლის გუნდი 1:4 დამარცხდა.

0.114141