ფეხბურთი

14:25 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კევინ-პრინს ბოატენგი: "ჩემს ძმასთან საერთო არაფერი მაქვს"

ფრანგული „ლიონის“ მცველი ჟერომ ბოატენგი ყოფილ შეყვარებულზე ძალადობაში დამნაშავედ სცნეს და 1.8 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს. ჟერომის ძმა კევინ-პრინს ბოატენგი ამ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც ბერლინის „ჰერტას“ ფეხბურთელმა თქვა, დიდი ხანია თავის ძმას არ ელაპარაკება და მის საქციელთან საერთო არაფერი აქვს.

“უკვე დიდი ხანია დისტანცირებული ვარ ჟერომისგან. მე პატივს ვცემ და დიდად ვაფასებ გერმანულ კანონს და მძულს ქალების მიმართ ძალადობა. არაფერი მაქვს საერთო ჩემი ძმის ქმედებებთან, ჩვენ ახლა საერთო არაფერი გვაქვს და დიდი ხანია არ ველაპარაკები“, - თქვა კევინმა.

შეგახსენებთ, ძმები ბოატენგები ბერლინში დაიბადნენ და მაგრამ საერთაშორისო კარიერასი სხვადასხვა გზა აირჩიეს. ჟერომმა გერმანიის ნაკრები, კევინმა - განის. 2010 წლის მუნდიალზე ისინი პირველი ძმები გახდნენ, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გერმანია განას შეხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106001