ფეხბურთი

16:33 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "რეალის", "იუვენტუსის" და "ბარსელონას" პრეზიდენტებმა ფეხბურთის მოკვლა სცადეს"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მადრიდის „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამ კლუბებს არაკომპეტენტური მმართველები ჰყავთ.

„წინააღმდეგი არ ვიქნები თუ „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ დაგვტოვებენ. ძალიან სასაცილოა, რომ მათ ახალი ტურნირის შექმნა სურთ და ამავე დროს უნდათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მათ უბრალოდ არაკომპეტენტური მმართველები ჰყავთ, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ფეხბურთის მოკვლა სცადეს“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ სუპერლიგის პროექტს დღემდე ლობირებენ და ხმამაღლა აცხადებენ, რომ პროქტი ისევ ცოცხალია.

0.149751