ფეხბურთი

23:11 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგი ყოფილ შეყვარებულზე ძალადობაში დამნაშავედ სცნეს

ფრანგული „ლიონის“ მცველი ჟერომ ბოატენგი ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ სცნეს და ის 1.8 მილიონ ევროს გადაიხდის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ბოატენგს ბრალად ყოფილი შეყვარებულის, შერინ ზენლერის ცემა ედებოდა, რაშიც როგორც ვთქვით, სასამართლომ დამნაშავედ სცნო. აღსანიშნავია, რომ მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

ინციდენტი 2018 წელს მალდივის კუნძულებზე, სასტუმროს ნომერში მოხდა, სადაც წყვილი დასასვენებლად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჟერომ ბოატენგი ცოტა ხნის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით „ლიონში“ გადავიდა, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111491