ფეხბურთი

17:15 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონელ ფანებს ინგლისელების პატივისცემისკენ მოუწოდა

პოლონელმა ფანებმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს დაუსტვინეს, რისი მიზეზიც მატჩის დაწყებამდე ინგლისელები ჩამუხვლა გახდა.

ეს ჟესტი ვარშავის სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას არ მოეწონა და ფეხბურთელებს დაუსტვინეს, რაზეც პოლონეთის ნაკრების ლიდერსა და კაპიტან რობერტ ლევანდოვსკის რეაქცია ჰქონდა. პოლონელმა ფანებს მაისურზე დატანილი წარწერისკენ მიანიშნა - „პატივისცემა“.

Black Lives Matter - არის რასიზმის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელმაც სათავე თითქმის ორი წლის წინ აიღო და დღემდე იყენებენ ზოგიერთი კლუბები და ნაკრებები, ერთ-ერთი მათგანი კი ინგლისის ნაკრებია.

შეგახსენებთ, პოლონეთისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

0.114397