თამაშგარე

13:56 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თინა კანდელაკი - სპორტიდან პროპაგანდაში

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რომელიც აქამდე სპორტული არხის, “მატჩ ტვ“-ს ხელმძღვანელი იყო, რუსული სახელისუფლებო წრეების გადაწყვეტილებით, ჩვენი “ტკბილი და თბილი“ მეზობლების ყველაზე მდიდარი და გავლენიანი მედია-ორგანიზაციის “ გაზპრომ მედიის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ავადხსენებული “გაზპრომ მედია“ უამრავ რუსულ მედიასაშუალებას აერთიანებს და ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს მედიასაშუალებები განუხრელად ატარებენ პუტინისტურ პოლიტიკურ ხაზს და რასაკვირველია არც შოვინისტურ, ფაშისტურ და კრემლისტურ პროპაგანდაზე ამბობენ უარს.

აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ როდესაც თინა კანდელაკი “მატჩ ტვ“-ს ხელმძღვანელობდა, მისი მხრიდან სპორტის არცოდნა ხშირად გამხდარა მავანთა დაცინვისა და სამართლიანი ქილიკის საგანი. ახლა კი როგორც იქნა ჩამოშორდა სპორტს და მანაც დაისვენა და სპორტის მოყვარულებმაც.

0.120599