ფეხბურთი

19:16 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ბულგარეთთან: ორი დებიუტანტი სასტარტოში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის წინააღმდეგ სოფიაში ჩაატარებს და ვილი სანიოლის გუნდის ძირითადი შემადგენლობა უკვე ცნობილია.

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი, რომელთაც დებიუტი აქვთ. გუნდს ოთარ კაკაბაძე უკაპიტნებს, ხოლო შეტევას გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაამაგრებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 3 ცენტრალური მცველით ითამაშებს.

ბულგარეთი (4-1-4-1): მიხაილოვი; ა. ხრისტოვი, პ. ხრისტოვი, ბოჟიკოვი, ველკოვსკი; ჩოჩევი; ი. ილიევი, ნედელევი, დ. ილიევი, ცონევი; დელევი

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი; კაკაბაძე, დაუშვილი, ალთუნაშვილი, გიორბელიძე; წიტაიშვილი, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე

შეგახსენებთ, ბულგარეთისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111157