ფეხბურთი

11:53 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერს“ ტოლისოს უფასოდ დამატება სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა, კორენტინ ტოლისომ, კარიერა შესაძლოა, იტალიაში გააგრძელოს - გვამცნობს Tuttosport.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება მილანის „ინტერს“ სურს. ეს ტრანსფერი მომავალ ზაფხულსაა დაგეგმილი, როცა ტოლისო თავისუფალი აგენტი გახდება.

გასულ სეზონში ტოლისომ ყველა ტურნირში 24 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

აგვისტოში მედია იუწყებოდა, რომ ტოლისოს ყიდვა „იუვენტუსს,“ „მანჩესტერ იუნაიტედს,“ „არსენალსა“ და „ვესტ ჰემს“ სურდათ. პორტალი ტრანსფერმარკეტი მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

0.146002