ფეხბურთი

16:47 | 5.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ნეიმარის გუნდში ყოლა ნახევარი მილიარდი ევრო უჯდება

ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ გამოაქყვენა რიცხვები, რაც „პარი სენ ჟერმენს“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის გუნდში ყოლა უჯდება.

ნეიმარის ხელფასი წელიწადში 43 334 400 ევროა და თუ ის პსჟ-ში მომდევნო ხუთ წელს კონტრაქტის მიხედვით გაატარებს და მეექვსე წელს დაპირებულ ბონუსსაც მიიღებს, მისი ხელფასი 50 556 117 ევროს გაუტოლდება.

ამრიგად, თუ ის კლუბში კონტრაქტის ბოლომდე დარჩება, მისი სატრანსფერო ღირებულების ჩათვლით (222 მილიონი ევრო გადაიხადეს 2017 წელს), პსჟ-ს ნეიმარის შენახვა თითქმის 600 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს“ 2017 წელს „ბარსელონადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 117 მატჩში 87 გოლის გატანა მოახერხა.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112403