ფეხბურთი

17:30 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "ინტერიდან" მხოლოდ "ჩელსის" გამო წავიდოდი"

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ „ინტერიდან“ მხოლოდ ინგლისური გუნდის გამო წავიდოდა. იტალიელებს მისი გასხვისება არ სურდათ, რის გამოც მან სიმონე ინძაგისთან დალაპარაკება გადაწყვიტა.

“ჩელსის მესამე წინადადებით მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. მათ „ინტერს“ 110 მილიონი ევრო და დავიდე ძაპაკოსტა შესთავაზეს, რაზეც „ინტერმა“ უარი თქვა. მე ინძაგის კაბინეტში შევედი შეთანხმების მისაღწევას. „ინტერის“ წევრი ვიყავი, მაგრამ გონებით უკვე „ჩელსიში“ ვთამაშობდი. „ინტერმა“ ჯანდაბიდან ამომიყვანა, თუმცა, ამ გუნდს მხოლოდ „ჩელსის“ გამო დავტოვებდი“, - თქვა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, ლუკაკუმ „ჩელსის“ მაისურით ორი მატჩი ჩაატარა და „არსენალთან“ ლონდონურ დერბიში შეძლო გატანა.

0.114415