ფეხბურთი

16:52 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რადამელ ფალკაო ლა ლიგაში დაბრუნდა

ვეტერანი კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კარიერას „რაიო ვალეკანოში“ გააგრძელებს. ესპანურმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ფალკაო „რაიოს“ ერთწლიანი კონტრაქტით და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „გალათასარაისთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა. მან სტამბოლურ გუნდში 42 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

კოლუმბიელს ესპანეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც 2011-2013 წლებში „ატლეტიკოში“ თამაშობდა და 91 თამაშში 70 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „რივერ პლეიტში“, „პორტუში“, „მონაკოში“, „მანჩესტერსა“ და „ჩელსიში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112644