ფეხბურთი

11:00 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რიკელმე: "მესი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს და კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს"

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ხუან რომან რიკელმემ ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ლეო „პარი სენ ჟერმენში“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და მერე კარიერის დასასრულებლად „ბარსელონაში“ დაბრუნდება.

„მესი საუკეთესოა, რადგან მას უბრალოდ თამაში უყვარს. მგონია, რომ თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მესისთან ერთად ვერ მოიგებს, მაშინ ამ ტურნირს ვერასდროს მოიგებს. თუმცა, მჯერა, რომ მესი ჩემპიონთა ლიგას პსჟ-ს მოაგებინებს და შემდეგ კარიერას „ბარსელონაში“ დაასრულებს“, - თქვა რიკელმემ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ „პარი სენ ჟერმენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და პარიზულ გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

0.120753