ფეხბურთი

15:55 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ტრავმირებულია და საფრანგეთის ნაკრების შეკრება დატოვა

საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპე გამოაკლდა. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, „პარი სენ ჟერმენის“ შემტევმა შეკრება დატოვა.

მან დაზიანება ბოსნიასთან (1:1) მატჩში მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, დიდიე დეშამის გუნდს მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. თუმცა, ჯერ უცნობია, როდის გავა ის მოედანზე და შეძლებს თუ არა სანაკრებო პაუზის მერე პსჟ-ს დახმარებას.

მიმდინარე სეზონი მბაპემ შედეგიანად დაიწყო და საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ ოთხ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116256