ფეხბურთი

15:20 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ესპანეთში გაემგზავრა, გუნდს ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაემგზავრა, სადაც 5 სექტემბერს, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ვილი სანიოლის გუნდს ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა, რომელმაც კოსოვოსთან მატჩის დასაწყისში ტრავმა მიიღო და ნაკრების შეკრება უკვე დატოვა. გუნდთან ერთადაა საბა ლობჟანიძე, რომელსაც გუშინ ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ გავა თუ არა ესპანეთთან მატჩში მოედანზე, უახლოეს ხანში გაირკვევა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში კოსოვოსთან 0:1 წააგო და ოთხ თამაშში მოპოვებული ერთადერთი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ესპანეთმა სტოკჰოლმში შვედეთთან ვერაფერი გააწყო, 1:2 დამარცხდა და მუნდიალის შესარჩევ ციკლში 1993 წლის შემდეგ პირველი თამაში წააგო. ლუის ენრიკეს გუნდი საკმაოდ რთულ ვითარებაშია, რადგან ლიდერ შვედეთს 2 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ჯგუფიდან კი მუნდიალის საგზურს პირდაპირ სწორედ პირველადგილოსანი მიიღებს.

ესპანეთი - საქართველოს მატჩი 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109405