ფეხბურთი

18:44 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგი "ლიონში" ითამაშებს

გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ჟერომ ბოატენგი კარიერას ფრანგულ „ლიონში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

32 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ლომებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა.

ბოატენგი მიუნხენის „ბაიერნში“ 2011-2021 წლებში თამაშობდა და 364 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ჟერომს მანამდე ბერლინის „ჰერტაში“, „ჰამბურგსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია, ხოლო გერმანიის ნაკრების მაისურით 2009-2018 წლებში 76 თამაშში თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118711