ფეხბურთი

18:06 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცორკი: "დორტმუნდი" ბანკი არ არის, ჰოლანდი "დორტმუნდში" რჩება"

დორტმუნდის „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ერლინგ ჰოლანდის მიმდინარე ზაფხულს გუნდიდან წასვლა გამორიცხა. როგორც მან თქვა, „დორტმუნდი“ ბანკი არ არის.

“ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ბანკი. ჰოლანდთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, - თქვა ცორკმა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ მზად იყო ჰოლანდში 200 მილიონი ევრო გადაეხადა, რადგან კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლა სურს. თუმცა, როგორც ჩანს, ნორვეგიელს ამ სეზონის „დორტმუნდში გატარება მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგის სამ მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110444