ძიუდო

13:03 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მეორე მედალი პარალიმპიადაზე: ინა ქალდანი ვერცხლის მედალს დაეუფლა

საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც პარაძიუდოისტის, ინა ქალდანის აქტივშია.

70 კგ წონით კატეგორიაში ქალდანმა თავდაპირველად მექსიკელი ალვარეს რუვაკალბა დაამარცხა, მერე კი იაპონელ კაზუსა ოგავას აჯობა და ფინალში გავიდა. ინამ გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიელ ალანა მალდონასთან ვაზარით დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოსთვის ეს მეორე მედალია, მანამდე პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმაც ვერცხლი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დღეს ფინალში გავიდა პარაძიუდოისტი რევას ძიკოიძე, რომელიც ირანელ მუგამადრეზა ხეიროლაჰზადეჰის შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119011