სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:09 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ სამუშაო გამარჯვება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„რეალმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგო სტუმრად „ბეტისთან.“ თუმცა, მადრიდელებს არცთუ იოლი მატჩი გამოუვიდათ. მათმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ერთდროულად ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი ვერ ათამაშა.

ტონი კროოსი, დანი სებალიოსი და ლუკა მოდრიჩი დაშავებულები არიან, აღდგენას აგრძელებენ. მარსელო და ფერლან მენდი მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდებიან. ალვარო ოდრიოსოლა კი ბოლო ვარჯიშებზე ისედაც ცოტა სათამაშო დროს იღებდა.

თავიდანვე ბენზემას ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, მაგრამ ვერ ივარგა. მალევე მასპინძელმა ნაბილ ფეკირმა გამოსცადა ტიბო კურტუას ოსტატობა.

ერთი ხანი ინიციატივა მასპინძლებმა მოიპოვეს, მაგრამ „რეალმა“ მალევე აიღო სადავეები ხელში. ორჯერ სახიფათოდ ურტყამდა ისკო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბენზემამ გაიტანა, მაგრამ სამართლიანი თამაშგარეს მიზეზით გაუუქმეს გოლი. მოგვიანებით ფრანგი მაინც გამოირჩა. შესანიშნავი პასი მისცა კარვახალს. გოლი მართლაც ეფექტური გამოდგა.

მასპინძლები თითქოს რაღაცას ცდილობდნენ, მაგრამ ძალიან ბევრ უზუსტობებს უშვებდნენ და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც.

ახლა „რეალმა“ 7 ქულა მოაგროვა და ამდენივექულიან „სევილიასთან,“ „ვალენსიასთან“ და „მალიორკასთან“ ერთად, პირველ ოთხეულს ქმნის.

პრიმერა. მე-3 ტური

28 აგვისტო

ბეტისი - რეალი 0:1

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“

0:1 კარვახალი (61)

ბეტისი: რუი სილვა, მონტოია, პესელია, რუისი, მირანდა, როდრიგესი, გუარდადო (კამარასა 70), კანალესი (ხოაკინი 82), რუიბალი (ტელიო 70), ფეკირი, ხუანმი (იგლესიასი 77)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

რეალი: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, გუტიერესი (როდრიგო 83), კაზემირო, ვალვერდე, ისკო (ლუკას ვასკესი 66), ბეილი (ასენსიო 66), ვინისიუსი (აზარი 78), ბენზემა

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ფეკირი (23), პესელია (43), კანალესი (44), რუიბალი (45+1), მონტოია (59); გუტიერესი (43), აზარი (81), კაზემირო (90+1)

სელტა - ბილბაო 0:1

0:1 უილიამსი (34)

სოსიედადი - ლევანტე 1:0

1:0 ბარენეჩეა (42)

ელჩე - სევილია 1:1

1:0 როკო (11), 1:1 ენ-ნესირი (40)

27 აგვისტო

ვალენსია - ალავესი 3:0

ვალენსია. „მესტალია“

1:0 ვასი (3), 2:0 სოლერი (45+2), 3:0 გედეში (600

ვალენსია: მამარდაშვილი, გაია, ალდერეტე (დიაკაბი 85), პაულისტა, კორეა, ჩერიშევი (ვასკესი 90+1), გილიამონი (რაჩიჩი 68), ვასი (მუსა 85), სოლერი, გომესი, გედეში (ანდრე 68)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

ალავესი: პაჩეკო. ლოპესი, ლეჟენი, მიაზგა, ნავარო, გარსია (რიოხა 46), პინა (მოია 83), ლუმი (პონსი 62), პელისტრი (მენდესი 68), ხოსელუ, გუიდეტი (სილა 62)

მწვრთნელი: ხავი კალიეხა

მსაჯი: მიგელ ორტის არიასი

გაფრთხილება: დიაკაბი (86); ლეჟენი (28), ლუმი (45), პაჩეკო (61), მიაზგა (61)

მალიორკა - ესპანიოლი 1:0

1:0 როდრიგესი (27)

გაძევება: გომესი (90+4) - ესპანიოლი

29 აგვისტო

ბარსელონა - ხეტაფე

კადისი - ოსასუნა

რაიო ვალეკანო - გრანადა

ატლეტიკო - ვილიარეალი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110771
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X