ფეხბურთი

22:26 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ „ჩელსის“ დაუზავდა

პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩში, „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ „ჩელსის“ უმასპინლა. მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს და თითო ქულა მოიპოვეს.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს 22-ე წუთზე, თავი გერმანელმა კაი ჰავერცმა გამოიჩინა.

პირველი ტაიმის მიწურულს კი „არისტოკრატთა“ კარში პენალტი დაინიშნა. მსაჯმა, ენტონი ტეილორმა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა რის ჯეიმსი, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა.

თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა მო სალაჰმა - 1:1.

3 ტურის შემდეგ „ლივერპულსა“და „ჩელსის“ 7-7 ქულა მოუგროვდათ. ამდენივე აქვთ „ევერტონს“ და „ვესტ ჰემს.“ სწორედ ეს ოთხი გუნდი უდგას სათავეში პრემიერლიგის ცხრილს.

0.114548