ფეხბურთი

12:24 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოიზე კინი „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან ახლოსაა

„ევერტონის“ იტალიელი თავდამსხმელი, მოიზე კინი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით გაატარა „პარი სენ-ჟერმენში,“ „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან ახლოსაა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, გარიგება შეიძლება გაფორმდეს როგორც იჯარა, მომავალში 25 მილიონ ევროდ სავალდებულო გამოსყიდვის პერსპქტივით. ფეხბურთელთან უკვე შეთანხმებულია 1+4 სქემის კონტრაქტი (1 წელიწადი იჯარა, სამი წელიწადი სრულფასოვანი კონტრაქტი გამოსყიდვის შედეგ).

21 წლის კინმა მოზრდილი კარიერა სწორედ „იუვენტუსში“ დაიწყო. ტურინული კლუბის ღირსებას ის 2016-19 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116375