ფეხბურთი

10:52 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბენფიკა“ დავიდ ლუისით დაინტერესდა

ლისაბონის „ბენფიკა“ ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუისის გადაბირებას ცდილობს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, ლუისმა უკვე უარი თქვა თურქულ და საუდის არაბულ შეთავაზებებზე. „ბენფიკაში“ კი ის 2007-11 წლებშიც თამაშობდა.

ამჟამად ლუისი თავისუფალი აგენტია. გასულ სეზონში კი ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა.

„ბენფიკას“ გარდა ბრაზილიელს „ჩელსიში,“ „პარი სენ-ჟერმენსა“ და ბრაზილიურ „ვიტორიაში“ უთამაშია.

ცოტა ხნის წინათ 34 წლის მცველს „ფლამენგოსაც“ უკავშირებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122614