ფეხბურთი

22:20 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" პაპე სარი გაიფორმა

სენეგალის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მეცის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი პაპე სარი კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. როგორც "მამლების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი კვლავ "მეცში" ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი 18 წლის პაპემ და რამდენი მილიონი მიიღეს ფრანგებმა.

სარი სენაგალური "გენერეიშენ ფუტის" აღზრდილია და "ფრანგულმა კლუბმა 2020 წელს დიმატა. მას შემდეგ სარიმ 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. სენეგელის ეროვნულ ნაკრებში პაპე 2021 წელს მიიწვიეს და უკვე ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117993