ფეხბურთი

11:24 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ 18 წლის ნახევარმცველში 25 მილიონს გადაიხდის

ფრანგული „მეცის“ ნახევარმცველი, პაპე მატარ სარი, უახლოეს დღეებში „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახდება. 18 წლის სენეგალელმა უკვე წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ლონდონში - გვამცნობს Footmercato.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის ფასი ბონუსების ჩათვლით, 25 მილიონი ევრო იქნება. თუმცა, მოლაპარაკების თანახმად, სარი მიმდინარე სეზონს იჯარით ისევ „მეცში“ გაატარებს.

ახალგაზრდა ტალანტით ასევე დაინტერესებულან „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109846