ფეხბურთი

0:16 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A მხარს უჭერს კლუბებს, რომლებიც სექტემბერში ფეხბურთელებს ნაკრებებში არ გაუშვებენ

იტალიის სერია A მხარს უჭერს იმ კლუბებს, რომლებიც სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს ფეხბურთელებს ნაკრებებში არ გაუშვებს. საქმე ეხება იმ ქვეყნის წარმომადგნლებს, რომლებიც იტალიას წითელ ზონაში ჰყავს შეყვანილი და მათ იტალიაში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

„ლეგა სერია A აცხადდებს, რომ 2021 წლის სექტემბერში ფიფას ფანჯრის გამო მხარს დაუჭერს კლუბების გადაწყვეტილებას, რომლებიც გადაწყვეტენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არ გაუშვან სათამაშოდ ქვეყნებში, საიდანაც უკან დაბრუნების შემდეგ მათ კარანტინის გავლა მოუწევთ შესაბამისი დებულების თანახმად“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს პრემიერლიგის კლუბებმა და ესპანეთის ლა ლიგამ. აქვე გეტყვით, რომ პრობლემა ძირითადად სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს ეხებათ.

თეგებისერია A
0.115454