რაგბი

20:17 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა. „ბორჯღალოსნების“ თავკაცი კორონავირუსს თვენახევარი ებრძოდა და საბედნიეროდ, რთული მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხა.

მაისაშვილი ამ დროისთვის ისევ სამხრეთაფრიკაში, იოჰანესბურგის კლინიკაში რჩება, სადაც აქამდე მკურნალობდა და სამედიცინო სტაფის დაკვირვების ქვეშ გარკვეული პერიოდი დარჩება.

შეგახსენებთ, ლევან მაისაშვილი ივლისში სამხრეთაფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები ადგილობრივ ნაკრებთან ტესტმატჩების ჩასატარებლად იყო ჩასული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110369