ავტოსპორტი

2:03 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში ახალი ჯილდო დაწესდა

ფორმულა 1-მა ახალი სპონსორული ჯილდო დააწესა, რომელიც იმ პილოტს გადაეცემა, ვინც სეზონში ყველაზე მეტ გასწრებას შეასრულებს. ჯილდოს სპონსორია კრიპტო ვალუტების ბაზარზე მომუშავე ვებგვერდი კრიპტო.კომ (crypto.com). ანგვარად, ეს მესამე ჯილდოა, რომელიც სპონსორის მიერ არის დაწესებული. პირველი ორი, უსწრაფესი წრის და უსწრაფესი პიტსტოპის შემსრულებლებს გადაეცემათ.

ფორმულა 1 აცხადებს, რომ ახალი ჯილდო, პილოტების გასწრებაზე წახალისებისთვის არის დაწესებული და იმედს გამოთქვამს, რომ ეს რბოლის სანახაობრივ მხარეს გააუმჯობესებს.

ბევრი უკვე თვლის, რომ ციფრული ვალუტების ბაზარზე მომუშავე კომპანიასთან პარტნიორობა, ფორმულა 1-ის ავტორიტეტს არ შეეფერება. თუმცა ფაქტია, რომ რამდენიმე გუნდის, მათ შორის „რედ ბულის“ მანქანებზე უკვე დიდი ხანია ჩანს წარწერა „ტეზოს“ (Tezos), რაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის, ტეზoსის სახელია.

სხვა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი ჯილდო მათთვის არის, ვინც კვალიფიკაციაზე ვერ ბრწყინავს. მათ რბოლისას მეტი გასწრების შესრულების საშუალება ეძლევათ.

ფორმულა 1-მა ასევე გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ, ახალ ჯილდოზე ლიდერი სებასტიან ფეტელია. ოღონდ, კონკრეტული რიცხვები არ დასახელებულა.

რეპორტაჟებისას, მაყურებელი რეგულარულად მიიღებს ინფორმაციას შესრულებული გასწრებების რიცხვის და ამ ჩათვლაში კლასიფიკაციის შესახებ. გამარჯვებული სეზონის ბოლოს, სპეციალურ ჯილდოს სპონსორისგან მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121055