ფეხბურთი

19:54 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: "ეს გოლი უკეთ ადაპტაციაში დამეხმარება"

ბელგიური „ლიოვენის“ ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა. როგორც მან აღნიშნა, სადებიუტო მატჩში გოლის გატანა ადაპტაციის სწრაფად გავლაში დაეხმარება.

„ჩვენი დღე აშკარად არ იყო. ვიცოდი, რომ ეს საშინაო თამაში უნდა მოგვეგო, თუმცა პირველ ტაიმში ორი გოლი გავუშვით, რომელთა თავიდან აცილება იოლად შეიძლებოდა. თამაში აშკარად არ ასახავდა შედეგს. მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ, ფეხბურთი ასეთია.

ადვილი არ არის სადებიუტო თამაშში შეცვალო ვითარება 0:3-დან. ვცდილობდით სწრაფად გვეთამაშა, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ რა თქმა უნდა, მეტიც შემიძლია. 10 ნომრის პოზიციაზე ვითამაშე, ეს არ არის ჩემი საყვარელი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის მზად ვარ გუნდს დავეხმარო. ლამაზი გოლი გავიდა, ეს გოლი უფრო სწრაფად ადაპტაციაში დამეხმარება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ქულების მოპოვებაში ვერ დაგვეხმარეა. იმედია, ჩემი მომდევნო გოლი სამ ქულას მოგვიტანს.

ბელგიაში განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, „ეუპენიც“ და „ლიოვენიც“ ძალიან ღია ფეხბურთს თამაშობენ, თურქეთის სუპერლიგაში ხშირად ვერ ნახავთ, რომ ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდეს. ისინი უფრო დაცვაში თამაშს ამჯობინებენ და ცდილობენ ბურთის შენარჩუნებას“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ლევან შენგელია „ლიოვენს“ ორი კვირის წინ შეუერთდა და ჯერ ამხანაგურ მატჩში „მეხელენთან“ ჯარიმა გაიტანა, მერე კი ოფიციალური დებიუტიც გოლით აღნიშნა და „ეუპენი“ დაამწუხრა, მაგრამ მისი გუნდი 1:4 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113246