ფეხბურთი

11:50 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერს“ ბელოტის გადაბირება სურს

„ინტერის“ სპორტული დირექტორი, ჯუზეპე მაროტა, „ტორინოს“ პრეზიდენტს შეხვდა, ანდრეა ბელოტის სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე - გვამცნობს Sky Sport Italia.

წყაროს ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე „ტორინომ“ თავისი პირობები წარმოადგინა და ფეხბურთელი 20-22 მილიონ ევროდ შეაფასა, პლუს ბონუსები. ასეთი ფასი იმითაა გამოწვეული, რომ გაისად ბელოტის კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.

„ინტერი,“ „ჩელსიში“ წასული რომელუ ლუკაკუს შემცვლელს ეძებს. იტალიურ მედიაში იმასაც წერდნენ, მილანელები ბელგიელის ადგილზე „ატალანტას“ ფორვარდ დუვან საპატას იყიდიანო, მაგრამ ახლა ასეთი გარიგება ნაკლებ სავარაუდოა.

გასულ სეზონში ბელოტიმ „ტორინოს“ მაისურით ყველა ტურნირში 36 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. წლეულს ივლისში კი იტალიის ნარებთან ერთად ევრო 2020-ის გამარჯვებული გახდა.

0.151081