ფეხბურთი

23:36 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ჟიულ კუნდეს კონტრაქტზე შეუთანხმდა

ლონდონის „ჩელსი“ ახლოსაა ესპანური „სევილიას“ მცველ ჟიულ კუნდეს ტრანსფერთან. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ინგლისური გუნდი ფრანგ ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა და იდიდ შანსი კუნდემ კარიერა „სტემფორდ ბრიჯზე“ გააგრძელოს.

22 წლის კუნდე „სევილიაში“ 2019 წელს „ბორდოდან“ გადავიდა და მას შემდეგ ანდალუზიელთა მაისურით ჩატარებულ 89 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121239