სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

14:12 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

“ერის ბომბარდირი“ წავიდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

კაცს რომელსაც მრავლისმნახველი გერმანელები “ერის ბომბარდირს“ დაარქმევენ, შეუძლებელია იყოს ჩვეულებრივი კარგი, ან თუნდაც მაგარი ფეხბურთელი. გერმანიის “ერის ბომბარდირობა“ ლეგენდარულმა გერდ მიულერმა პირველყოვლისა “ბუნდესნაკრების“ მაისურით ნაჩვენები შედეგებით დაიმსახურა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვახსენოთ მისი არანაკლებად დიდებული საკლუბო კარიერა.

გერდმა დასავლეთ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მაისურით მხოლოდ 62 მატჩი ჩაატარა. დღევანდელი გადასახედიდან, 62 შეხვედრა არაფერია. უამრავ 100 და 200-მატჩიან ფეხბურთელს გავიხსენებთ, რომლებიც გერდის მარცხენა ბუცადაც კი არ ღირან. მთავარი კი ისაა, რომ 62 მატჩში ამ კაცმა 68 გოლი გაიტანა და სტატისტიკის ბნელ ხვეულებს რომ ჩავუყვეთ, იმასაც “აღმოვაჩენთ“, რომ პრაქტიკულად არც ერთი ეს გოლი არ ყოფილა უმნიშვნელო და რიგითი.

შორეული 60-იანი წლებიდან, როდესაც გერდ მიულერმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი აღარაა ცოცხალი, რომლებიც ზუსტად და გამოწვლილვით გაიხსენებენ მიულერის პირველ შეხვედრებს. ვინმე კლაუს ჰონესლერს კი დიდი გერდი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ახსოვს, როდესაც ახლა სრულიად უცნობ კლუბ “ნერდლინგერთან“ 1961 წელს პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და პირველივე შეხვედრებში გააკვირვა მტერ-მოყვარე.

ვერცხლისწყალივით მოძრავი, დაუღალავი და რაც მთავარია “გერმანულად შეუპოვარი“ ბიჭი მალევე შეამჩნია მიუნჰენის “ბაიერნმა“ და სწორედ ამ კლუბთან ერთად მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც იმ დროის მობურთალს შეეძლო. გერდ მიულერმა ტიტულები არა მხოლოდ მოიგო, სწორედ იგი გახდა “რეკორდმაისტერის“ და “ბუნდესნაკრების“ სული, გული, ჯიგარი და ბოლოს უკვე დიდი ლეგენდა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არასოდეს ავიწყდებათ.

ჩვენს მიერ ხსენებული მოხუცი კლაუს ჰონესლერი კი ასე იხსენებს ჯერ ისევ ყმაწვილ გერდს: “როდესაც შეცვლაზე მწვრთნელმა გამოიყვანა და ბურთს ფეხი პირველად შეახო, მაშინვე მივხვდით, რომ უბრალოდ კარგ ბიჭთან არ გვქონდა საქმე. გერდი არ უშინდებოდა გამოცდილ და მასზე ფიზიკურად დიდ მცველებს, არ ეშინოდა ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლის და ბურთიანად მცველებს შორის ისე დანავარდობდა, თითქოს სამოყვარულო ლიგის თამაშში მხოლოდ ის ერთი პროფესიონალი ყოფილიყოს. კარგად მახსოვს, როდესაც თამაში დასრულდა, ყველა ქომაგი სწორედ იმ პატარა, მაშინ ჯერ ყველასთვის უცნობ ბიჭზე ვლაპარაკობდით, რომელსაც წინ დიდი მომავალი უნდა ჰქონოდა“.

გერდ მიულერმა მიუნჰენის “ბაიერნთან“ ერთად დასავლეთ გერმანიის ბუნდესლიგა ოთხჯერ მოიგო (მიუნჰენელთა მაისურით სულ 398 გოლი გაიტანა), ამდენჯერვე აღმართა გერმანიის თასი. სამჯერ ჩემპიონთა თასს დაეუფლა და სათითაოდ აწია საკონტინენტთაშორისო და აწგაუქმებული თასების თასი.

გერმანიის ნაკრების მაისურით გახდა როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონი. იყო ევროპის ოქროს ბუცის, ოქროს ბურთის, მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს ბუცის და სხვა მრავალი ოქროს და მხოლოდ ოქროს მფლობელი. სხვადასხვა ტურნირებზე მისი ბომბარდირობა ლამის ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული. ეს იყო კაცი გოლების მანქანა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროში თავის წარუშლელი კვალი დატოვა.

დიდი გერდ მიულერი ერთი კვირის წინ, 15 აგვისტოს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მშვიდობით ჰერ გერდ! მჯერა, რომ დავიწყებას არასოდეს მიეცემი!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112717
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X