ფეხბურთი

11:00 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "გოლის შემდეგ ჩემში ემოციებმა იფეთქა"

უნგრული „ფეჰერვარის“ ქართველმა ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და „კიშვარდასთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გოლის შემდეგ ბევრი ემოცია დაეუფლა, რადგან მანამდე თამაში კარგად არ მისდიოდა.

„ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველ ორ მატჩში 4 ქულა დავკარგეთ. გულშემატკივრებს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია გამარჯვებისთვის ბოლო წუთამდე ვიბრძოლოთ. ბედნიერი ვარ, რომ გოლით დავეხმარე გუნდს. სამწუხაროდ საწყისი 30 წუთის განმავლობაში კარგად ვერ ვითამაშე და გოლის გატანის შემდეგ უზარმაზარმა ემოციებმა იფეთქა. კარგი ფეხბურთელი ვარ და შემიძლია გუნდს გოლებით დავეხმარო“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, ბუდუს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ფეჰერვარი“ 5 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118845