ფეხბურთი

23:20 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ პირველი გოლი გაიტანა. მეოთხე ტურში „ფეჰერვარმა“ „კიშვარდას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა. სწორედ მან გახსნა ამ შეხვედრაში ანგარიში. ზივზივაძემ თავისი გუნდის მეორე გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა, ჯერ მეტოქის არაზუსტი პასი ჩაჭრა და მოედნის საკუთარი ნახევრიდან თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც კიდევ ერთი პასი დარდაის გაუკეთა ცარიელ კართან და გოლიც გავიდა. ბუდუმ უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორედ ითამაშა და პირველი გოლი გაიტანა.

„ფეჰერვარს“ სამი მატჩი აქვს ჩატარებული, 5 ქულა მოიპოვა და მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 28 აგვისტოს მტკ-სთან გამართავს.

0.128477