ფეხბურთი

11:08 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ლუკაკუსგან ველოდები, რომ უკვე ზამთარის პერიოდში 50-60 გოლი ექნება გატანილი"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა. როგორც გერმანელმა აღნიშნა, ბელგიელისგან გოლებს და გუნდზე გავლენის მოხდენას ელოდება.

„სავარაუდოდ „არსენალთან“ ითამაშებს. მისგან ველოდები, რომ ზამთრისთვის უკვე 50-60 გოლი ექნება გატანილი (იღიმის). სერიოზულად კი, ველოდებით, რომ გარკვეულ გავლენას გუნდზე მოახდენს და რა თქმა უნდა, გოლებსაც ველოდებით. ის ყველგან იტანდა გოლებს, სადაც წავიდა და ამიტომაც არის აქ, ვნახოთ რა ტიპის გავლენას მოახდენს გუნდზე.

გვინდა ძლიერი გუნდი გვყავდეს და ლუკაკუ არის იმ პროფილის მოთამაშე, რომელიც გვაკლდა, რომელუ უნიკალურია. მას შეუძლია კარიდან ზურგით თამაში და თავისი სისწრაფის წყალობით მალე თავისუფლდება“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „არსენალისა“ და „ჩელსის“ შეხვედრა 22 აგვისტოს, „ემირეითს სთედიუმზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111738