ფეხბურთი

22:42 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" კოუტინიოს და გრიზმანს ხელფასის შემცირებით მიმართავს

კატალონიის „ბარსელონაში ფინანსური კრიზისი გრძელდება და ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებისკენ მოუწოდებს. Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა ანტუან გრიზმანსა და ფილიპე კოუტინიოს მიმართავს თხოვნით, რომ ხელფასები შეიმცირონ.

როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, ორივე ფეხბურთელი მზადაა კლუბის დასახმარებლად გასამარჯელო დაიკლონ, თუმცა მხარეებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონაში“ ხელფასი ჟერარ პიკემ დაიკლო, ხოლო იგივე ნაბიჯის გადადგმას ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო აპირებენ.

0.111167