სხვა

18:29 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზვიადაურს თავდებში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები დაუდგებიან

ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მას პროკურატურა განზრახ მკვლელობას ედავება. ზვიადაურის ადვოკატები კი მის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ზურაბს არაერთი ცნობილი სპორტსმენი და მათ შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი თავდებში დაუდგება.

„თავს არ თვლის დამნაშავედ. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას. მაგრამ, ალტერნატივად სასამართლოს მოვთხოვთ გირაოთი იყოს დატოვებული და ასევე თავდებობასაც. სასამართლოს წარვუდგენთ ცნობილ სპორტსმენებს, რომლებიც ზურაბს დაუდგებიან თავდებში. ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე, ამისთვის მზად არიან“, - განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაური 17 აგვისტოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ზუსტად 17 წლის წინ კი, 2004 წლის 18 აგვისტოს, ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115181