ჭიდაობა

23:26 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: დავით კოღუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ტურნირის დასკვნით დღეს ბრინჯაოს მედლისთვის 86 კგ წონით კატეგორიაში დავით კოღუაშვილი იბრძოლებს. მან ნახევარფინალში გასვლა შეძლო მას მერე, რაც გვატემალელ სესარ ესტრადასა (13:2) და ამერიკელ კოლტონ ჰოუკსს (11:9) აჯობა, ხოლო ფინალში ვეღარ გავიდა, რადგან ირანელ ამირჰოსეინ ფირუზპურბანპეისთან 4:14 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის დავითი რეპეშაჟის გამარჯვებულს შეხვდება.

ბრინჯაოს შანსი ჰქონდა გიორგი ჭოლაძეს (65 კგ), მაგრამ რეპეშაჟში პირველივე შეხვედრა წააგო და მედალს ვეღარ შესწვდა.

გარდა ამისა, 17 აგვისტოს, ხალიჩაზე კიდევ 4 ქართველი გავიდა, მაგრამ მედლის შანსი ყველამ დაკარგა. ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ), ომარ გაზაშვილი (61 კგ), ანდრო მარგიშვილი (92 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (125 კგ) ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ, შემდეგ ფინალში ვერც ის მოჭიდავეები გავიდნენ, რომლებმაც ქართველებს აჯობეს და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმედლოდ დატოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116415