ფეხბურთი

18:21 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ლოკატელი კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს

ტურინის „იუვენტუსმა“ მანუელ ლოკატელის ტრანსფერი შეათანხმა და 23 წლის ნახევარმცველს უახლოეს დღეებში კონტრაქტს ოფიციალურად გაუფორმებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ხანგრძლივი მოლაპარაკებები „სასუოლოსთან“ წარმატებით დაიხურა და მხარეებმა როგორც იქნა, შეთანხმებას მიაღწიეს. ლოკატელი „იუვეში“ 2-წლიანი იჯარით გადავა, თუმცა გამოსყიდვის ვალდებულებით, რის შედეგადაც კლუბი მას კონტრაქტს 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმებს. მანუელის სანაცვლოდ მთლიანობაში ტურინელები 35 მილიონ ევროს გაიღებენ და ფეხბურთელის ანაზღაურება სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება.

ლოკატელის „არსენალი“ და „დორტმუნდი“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ „იუვენტუსის“ გულშემატკივარია და მხოლოდ „ბებერ ქალბატონში“ თამაშის დიდი სურვილი გამოხატა, რის შემდგომაც „სასუოლოს“ ინგლისურ-გერმანულ გაცილებით სარფიან წინადადებებზე უარის თქმა მოუწია.

მანუელ ლოკატელის კარიერა „მილანში“ დაიწყო, რომლის რიგებში 2016-2018 წლებში 63 მატჩში 2 გოლი გაიტანა („იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ კარში), ხოლო 2018-2021 წლებში „სასუოლოში“ 99 შეხვედრაში თავი შვიდჯერ გამოიჩინა. იტალიის ნაკრებში მას დებიუტი 2020 წელს ჰქონდა, მას მერე 15 თამაშში 3 გოლი გაიტანა (მათ შორის, ორი ევრო 2020-ზე) და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110677