ფეხბურთი

12:53 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი: „ისეთ კლუბში თამაში მსურს, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის“

34 წლის დავიდ ლუისს ლონდონის „არსენალთან“ კონტრაქტი 30 ივლისს ამოეწურა და ამჟამად უკლუბოდაა.

ესპანური AS ამტკიცებს, ლუისის გადაყვანა მადრიდის „რეალს“ უნდაო, მაგრამ ხმების იქით საქმე არ წასულა.

თავად ლუისმა Dailly Mail-ს უთხრა: „ჩემი მიზანი გამარჯვებებია და ამისათვის ყოველდღე ვმუშაობ. მინდა, რომ ყოველი კვირა ჩემთვის გამოწვევა იყოს. ამიტომ, ისეთ კლუბში თამაში მსურს, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის.“

ბრაზილიელმა, რომელსაც პორტუგალიური პასპორტიც აქვს, უკვე უარყო თურქული სუპერლიგის ახალწვეულის, „ადანას“ წინადადება. „ადანამ“ 7 ივლისს მარიო ბალოტელის გაუფორმა სამწლიანი კონტრაქტი.

„თურქების წინადადება ძალიან მესიამოვნა. მაგრამ უფრო მაღალ დონეზე თამაში მსურს.“ - აგრძელებს ლუისი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120256