კალათბურთი

2:10 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და შესანიშნავი თამაში "მილუოკიში"

NBA-ს საზაფხულო ლიგაში სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი მატჩი ჩაატარა. „მილუოკი ბაქსი“ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდა და 83:93 დამარცხდა, სანდრომ კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

მამუკელაშვილმა 27 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ამრიგად, შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

„მილუოკი ბაქსი“ საზაფხულო ლიგაში მომდევნო შეხვედრას 17 აგვისტოს, „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102474